Friday, June 12, 2015

უმუშევრობა და საქართველო

უმუშევრობა და საქართველო

უმუშევრობა -მოცემული ტერმინი ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას,რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს.დასაქმებულთათვის სამუშაოს დაკარგვა ნიშნავს ცხოვრების დონის ვარდნას,რაც მათ სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს.
უმუშევრობის სახეებია:
  •         ფრიქციული
  •         სტრუქტურული
  •          ციკლური
ფრიქციული-პროფესიისა და საქმიანობის სახეების არჩევისთავისუფლების“ პირობებში გარკვეული მომუშავეები დროის გარკვეულ მომენტში უმუშევარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ზოგიერთები ნებაყოფლობით იცვლიან სამუშაო ადგილს, ზოგი დროებით კარგავს სეზონურ სამუშაოს და კიდევ არსებობს მომუშავეთა კატეგორიაახალგაზრდები, რომლებიც პირველად ეძებენ.ფრიქციული უმუშევრობა შეუმჩნევლად გადადის მეორე კატეგორიაში, რომელსაცსტრუქტურული უმუშევრობა“ეწოდება.

სტრუქტურული-დროთა განმავლობაში სამომხმარებლო მოთხოვნის სტრუქტურასა და ტექნოლოგიაში ხდება ცვლილებები, რომლებიც, თავის მხრივ, ცვლიან სამუშაო ძალაზე ერთობლივი მოთხოვნის სტრუქტურას. ასეთ ცვლილებათა შედეგად მოთხოვნა პროფესიათა ზოგიერთ სახეობაზე (რომლებიც ადრე არ არსებობდა) იზრდება. მოცემულ შემთხვევაში უმუშევრობა წარმოიშობა იმიტომ, რომ სამუშაო ძალა სრულად ვერ პასუხობს ახალ ცვლილებებს სამუშაო ადგილების სტრუქტურაში. ზოგიერთი მომუშავე დაინახავს, რომ ის პროფესიული ჩვევები, რომლებიც მათ ახლა გააჩნიათ, უკვე აღარ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.მათი გამოცდილება და უნარი მოძველდა და გამოუსადეგარი გახდა ტექნოლოგიასა და სამომხმარებლო მოთხოვნის ხასიათში, ცვლილებათა გამო.

ციკლური-იგი წარმოიშვება დაქვეითების პერიოდში, . . ეკონომიკური ციკლის იმ ფაზაში, რომელიც საერთო ანუ მთლიანი ხარჯების უკმარისობით ხასიათდება.

უმუშევრად აღიარების კრიტერიუმები
  1.         იყოს „სამუშაოს გარეშე“ ესეიგი არ გააჩნდეს ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეული დროის განმავლობაში.
  2.         „მზად იყოს“ მოცემულ მომენტში მუშობისთვის,ესეიგი მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან თავად დასაქმდეს.
  3.        „ეძებდეს სამუშაოს“ ესეიგი კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად.


უმუშევრობის შედეგები

არსებობს უმუშევრობის,როგორც დადებითი ასევე  უარყოფითი შედეგები.
დადებითი შედეგები:
  •         დასაქმებული სოციალური სტატუსის ზრდა
  •        მომუშავეებს შორის კონკურენცია
  •         სამუშაო ძალის რეზერვის მუდმივი შენარჩუნება
  •         შრომის მწარმოებლურობისა და ინტენსივობის სტიმულირება


უარყოფითი შედეგები:
  •         მომუშავეთა მიერ კვალიფიკაციის დაკარგვა
  •        შობადობის შემცირება
  •        მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება
  •         სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა

  
უმუშევრობა და რეცესია
რეცესია მკვეთრად ზრდის უმუშევრობის დონეს,ეს უკანასკნელი კი იკლებს მაშინ,როცა ეკონომიკა გაჯანსაღებას იწყებს,მაგრამ აღნიშნული პროცესი ყოველთვის ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს.
რატომ იზრდება უმუშევრობა ასე მკვეთრად რეცესიის დროს,ან, ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ,რატომ ინარჩუნებს ჯიუტად ერთსა და იმავე დონეს და მაშინაც კი არ მცირდება,როცა ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგება? პირველი შეკითხვა,ალბათ,არც კი საჭიროებს ამომწურავ პასუხს.
როცა იკლებს საქონელზე მოთხოვნა და გროვდება საქონლის მარაგი,ფირმა წარმოებას ამცირებს და ისეთი გზის მონახვას ცდილობს,რომელიც დანახარჯების შემცირებაში დაეხმარება.რაკი სამუშაო ძალის ხარჯები ფირმის ზღვრული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს,ერთადერთი მოსალოდნელი შედეგი,რაც რეცესიას მოჰყვება ისაა,რომ ხდება მუშახელის შემცირება.ეს კი,თავის მხრივ,უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს.მაგრამ,რატომ ვერ უბრუნდება უმუშევრობა რეცესიამდე არსებულ დონეს მაშინაც კი,როცა ეკონომიკის გაჯანსაღების შედეგად წარმოება ისევ ძველ სიმაღლეზე ადის?ამის ერთ-ერთი აშკარა მიზეზი ისაა,რომ ხალხის დაქირავებას უფრო დიდი დრო სჭირდება,ვიდრე გათავისუფლებას.რა თქმა უნდა,ყველა,ვინც დაითხოვეს,სახლში არ დაჯდება და არ დაიწყებს ლოდინს,თუ როდის დაურეკავენ,რომ უკან დაბრუნება შესთავაზონ.უმეტესობა დაიწყებს სხვა სამსახურის ძებნას და ბევრი მიიღებს ალტერნატიული დასაქმების შანს.ასე რომ,ფირმას,რომელსაც სურს ეკონომიკური აღმავლობის დროს დასაქმების გაზრდა,ისევ მოუხდება ახალი მუშახელის ძებნა და მისი მომზადება.ბევრი ფირმა არც იჩქარებს ამის  გაკეთებას,სანამ სავსებით არ დარწმუნდება,რომ გაჯანსაღება მოჩვენებითი არაა. თანამშრომელთა სიის ხელახალ შევსებას ფირმის ხემძღვანელები არსებული პერსონალის ზედმეტად დასაქმებას ამჯობინებენ.
ზოგიერთი ფირმა რეცესიის დროს ისწავლის,სამუშაოს ნაკლები მუშახელით როგორ გაართვას თავი. დიდი აღმავლობა უბიძგებს ფირმებს,დაიქირავონ იმაზე მეტი მუშახელი,ვიდრე საჭიროა.გარდა ამისა,ეკონომიკური აღმავლობა რესურსების ეფექტიანად გამოყენებისადმი ყურადღებას ამცირებს.რეცესია, თავის მხრივ, ძლიერი სტიმული ხდება იმისთვის,რომ შემცირდეს „ტყუილუბრალოდ ხარჯვა“ და გაკეთდეს მაქსიმალური ეკონომია. 

ხარჯები და გადაწყვეტილებები
როგორც ახალი სამუშაოს დაწყების,ისე მასზე უარის თქმის ხარჯები სხვადასხვა ადამიანებისთვის სრულიად განსხვავებულია და ეს განსხვავება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე,როგორიცაა კვალიფიკაცია,გამოცდილება,ასაკი,საოჯახო ვალდებულებები,სხვა შემოსავლის წყაროები და თვით იმ ხალხის ანგარიშგასაწევი ორიენტაციები და შეხედულებები,ვის აზრებსაც კონკრეტული სამუშაოს მაძიებელი აფასებს.
წარმოიდგინეთ იმ მოზარდების მდგომარეობა,რომლებიც მშობლებთან ცხოვრობენ.მათ,შესაძლოა,დასაქმების სურვილი გაუჩნდეთ.ამ შემთხვევაში ისინი იწყებენ სამუშაოს ძებნას და უმუშევრის ოფიციალურ სტატუსსაც ირგებენ.
იმათ,ვისაც მშობლების ოჯახში საცხოვრებელი და საკვები აქვთ,შეიძლება თავს იმის უფლება მისცეს,რომ სამუშაოს ძებნას დიდი დრო მოანდომოს,ან დატოვოს სამუშაო ადგილი,რომელიც არ დააკმაყოფილებს და თავიდან შეუდგეს შესაფერისი ადგილის ძებნას.მაგრამ,შეუძლებელია, მოზარდს მხედველობიდან გამორჩეს ის ფაქტი,რომ მაშინ,როცა ის იძულებულია იმუშაოს,მისი მეგობრები ერთობიან და დროს ლაღად ატარებენ.ამიტომ მას არ დააკმაყოფილებს არავითარი სამუშაო ადგილი.თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ,დავინახავთ,რომ ის ხარჯები,რომლებიც სამუშაოს დაწყებასა და გაგრძელებასთანაა დაკავშირებული,მოზარდების უმრავლესობისათვის საკმაოდ მაღალია და შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.სამაგიეროდ, გაცილებით დაბალია სამუშაოს ძებნის ხარჯები.განა ამის შემდეგ უნდა გაგვიკვირდეს,ან უნდა შევშფოთდეთ,როცა გავიგებთ,რომ 16-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდობის უმუშევრობის დონე სამჯერ უფრო მაღალია,ვიდრე  მთელი მოსახლეობის?
რადგან უმუშევრობის ძირითადი ხარჯები შემოსავლის დაკარგვას უკავშირდება,ყველაფერი ის,რაც,უმუშევრობის პერიოდში ადამიანების შემოსავლის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს,უდავოდ შეუწყობს ხელს უმუშევრობის დონის ზრდას. თუ მეტ მუშას შევთავაზებთ უმუშევრობის საწინააღმდეგო დაზღვევას,გავზრდით დახმარების ხანგრძლივობას და გავაიოლებთ მათ დახმარებათა მიღების პირობებს,ეს არ მოეწონება იმ ხალხს,ვისაც აქვს დაუკმაყოფილებელი სამუშაო რომელიც მათ კარგი ხელფასით უზრუნველყოფს.თუმცა,ისიც უნდა აღინიშნოს,რომ,თუ მთავრობა გულუხვ დამხარებას შესთავაზებს უმუშევრებს,დასაქმებული მოსახლეობა აღარ იქნება მეტისმეტად მიჯაჭვული სამუშაო ადგილს და მისი დაკარგვის შემთხვევაში დიდ სურვილსაც არ გამოიჩენს,რომ ახალი ადგილი მოძებნოს.ეს კი ხელს შეუწყობს უმუშევრობის ზრდას.
ასეთივე შედეგი ექნებოდა ისეთი ოჯახების რაოდენობის მატებასაც,სადაც რამდენიმე წევრია დასაქმებული. თუ გავითვალისწინებთ გაზრდილ საშემოსავლო  და სოციალური უზრუნველყოფის გადასახადებს,რასაც ემატება მუშაობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც,გასაკვირი აღარ იქნება,რომ მკვეთრად დაეცეს ფინანსური სტიმული,რომელიც ოჯახის მეორე დასაქმებულ წევრს ძველის დაკარგვის შემთხვევაში,ახალი სამუშაოს მოძებნის სურვილს აღუძრავდა. ყოველივე ამას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოჰყვეს,როცა ადამიანს აქვს უფლება,რომ მთავრობას უმუშევრობის გადასახადი მოსთხოვოს.
ეკონომიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია მოლოდინზე.ხალხი უერთდება სამუშაო ძალას,რადგან იმედოვნებს,რომ იპოვის შესაფერის სამუშაო ადგილს.მაგრამ,თუ გარკვეული მიზეზების გამო,სამუშაოთი დაკმაყოფილების იმედი რეალისტურ ზღვარს სცდება,უმუშევრობის დონე აუცილებლად გაიზრდება.
უმუშევრობის დონე მაღალი იქნება,სანამ მოლოდინი რეალობის შესატყვისი არ გახდება, ან რეალობა არ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოლოდინს.



შრომის ბაზრის პოლიტიკა
ეკონომისტები,პოლიტიკოსები და საერთოდ,საზოგადოება,ჩართულია სერიოზულ დებატებში იმასთან დაკავშირებით,თუ რისი შესაძლებლობა აქვს და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ უმუშევრობის დონის შესამცირებლად.მათი შეუთანხმებლობის ძირითადი მიზეზი არის ის,რომ სინამდვილეში არ ვიცით,თუ რა შედეგს მოიტანს ზოგიერთი პოლიტიკური ქმედება.უთანხმოების მეორე მიზეზი ისაა,რომ მთავრობის პოლიტიკას ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ მოყვება ის შედეგები,რაც დაგეგმილი იყო.
ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს შეხედულება,რომლის თანახმად,მთავრობას შეუძლია ისე შეამციროს უმუშევრობის დონე,რომ თავიდან აიცილოს მერყეობა ეკონომიკური ზრდის პროცესში,რომელთაც „ბიზნეს ციკლის“ სახელწოდებით ვიცნობთ. საკამათო საკითხს კი წარმოადგენს ის,აქვს თუ არა მთავრობას უნარი და სურვილი,რომ ეკონომიკური აღმავლობა სტაბილური გახადოს.
მხარდაჭერით სარგებლობს,აგრეთვე, ის პოზიციაც,რომლის თანახმად,მთავრობას შეუძლია შეამციროს უმუშევრობა  შრომის ბაზრის მართვის სათანადო პოლიტიკის გზით.მაგრამ დებატების მონაწილეები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე,თუ კონკრეტულად რა პოლიტიკა უნდა გატარდეს.ყველა მხარს უჭერს იმ ადამიანების მოსამზადებელ პროგრამებს,რომლებმაც დაკარგეს სამუშოა.მომზადების შედეგად მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს,იპოვონ ახალი სამუშაო ადგილები.სამწუხაროა,რომ მსგავსი პროგრამები დიდი იშვიათობაა.სასურველი იქნებოდა,ბევრი პროგრამა განხორციელებულიყო და ხალხისთვის სამსახურში მოწყობა გაგვეიოლებინა.
უმუშევრობა საქართველოში

წლები გადის, იცვლებიან მთავრობები და პრიორიტეტები, მაგრამ საქართველოში უმუშევრობა კვლავაც 1 პრობლემად რჩება.
ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აღნიშნული საკითხი აწუხებს. გამოკითხული 1000 რესპონდენტიდან 51, 9 %-მა უმთავრეს პრობლემად სამსახურის უქონლობა დაასახელა. სტატისტიკის დეპარტამენტშიც არ უარყოფენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი დაუსაქმებელია.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, ადამიანი, რომელიც მიწის მცირე ნაკვეთს მაინც ფლობს, დაუსაქმებლად არ ითვლება. გასული წლების მონაცემებით საქართველოში 16, 9% დაუსაქმებელია, ანუ ამ პროცენტში სოფლის მოსახელობა არ შედის. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლების უმეტესი ნაწილი ფლობს მიწის გარკვეულ ნაწილს, გასაგები გახდება, რამდენად მძიმე მდგომარეობაა. ეკონომიკის ექსპერტები ამ მონაცემებს არ ენდობიან, მათი თქმით საქმე გაცილებით რთულადაა.
საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში  არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები არ არსებობს, პრაქტიკულად არაფერი კეთდება, რომ ამ პრობლემას ეშველოს. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონით, სტრუქტურულად. საქართველოში უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც დაკავდება უმუშევართა რეგისტრაციით და აღრიცხვით, ასევე უმუშევართა დასაქმებით და შემწეობის გაცემით.


როგორ უნდა ვებრძოლოთ უმუშევრობას? მთავარი საკითხი ალბათ მაინც განათლებაა, სადაც უნდა მოხდეს ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან, ამის რესურსი მარტივი მოსაძებნია იმ ბევრი არაეფექტური პროგრამების ხარჯზე, რომელსაც უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს (თუნდა ხვნა–თესვის უფასო პროგრამები), მთავარი ამ ნაწილში პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნაა რეგიონებში, რომლებმაც ბიზნესის და დასაქმების მსურველების ინტერესები და უნარჩვევები ერთმანეთს უნდა დაუახლოოს. გარდა ამისა, საკმაოდ კარგი ინიციატივაა საჯარო სკოლებში ახალი საგნის, „მეწარმეობის“ შემოღება, რომლის მიზანიც სკოლის ასაკიდან ბავშვებში ბიზნესისადმი ინტერესის გაღვივებაა. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების როლი, რომელთა დაჩქარება, განსაკუთრებით რეგიონებში მნიშვნელოვნად გაზრდიდა დაინტერესებას და ადგილობრივების დასაქმებას. მცირე და საოჯახო ბიზნესი ძალიან ბევრ ქვეყანაში ასრულებდა სერიოზულ ფუნქციას, საქართველოში კი მისი მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ბრუნვაში მისი წილი 17%, დასაქმებაში კი მხოლოდ 30%–ია. საქართველოში, ტურიზმის და აგრობიზნესის პოტენციალის გათვალისწინებით, მცირე და საოჯახო ბიზნესების განვითარების შესაძლებლობები დიდია, უბრალოდ საჭიროა მცირე მენეჯერული უნარი და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიგნება, იდეებზე ფიქრი და ფორმირება, დაფინანსების მოძებნა კი მიუხედავად მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა მაინც შესაძლებელია.
დღევანდელ დასაქმებაში მთავარი როლის მატარებლები მაინც მსხვილი კომპანიები არიან, სადაც სტაბილურობის განცდა და ხელფასების მაჩვენებელიც მეტ–ნაკლებად მისაღებია.
უმუშევრობის დონე საქართველოში
უმუშევრობის დონე საქართველოში 2014 წელს 13,7%-მდე შემცირდება, - ვარაუდობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის გათვლებით, შარშან ეს მაჩვენებელი 14,32%-მდე აღწევდა, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სომხეთის (18,64%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მესამე ადგილზე დაუსაქმებლების რაოდენობით ლიტვაა (12,12%). 10-10%-იანი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა ლატვიაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.

საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორჯერ დაბალია უმუშევრობის დონე უკრაინასა (7.89%) და ყირგიზეთში (7.9%); 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საქართველომ უცხოელი ექსპერტების ყურადღება სოციალური უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლებითაც მიიპყრო. ნათქვამია, რომ რეგიონში გენდერული თვალისაზრისით ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

მაშინ, როცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მამაკაცთა ხელფასი ქალებისას 23%-ით აღემატება, დსთ-ის ქვეყნებში ეს სხვაობა უფრო მაღალია, საქართველოში 50%- აღწევს, ტაჯიკეთში კი - 65%-.

ზოგადად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში პესიმისტურია. უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკის ზრდის შენელებამ შრომის მსოფლიო ბაზრებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელი შეუშალა. შესაბამისად, პლანეტაზე დღეს 202 მილიონი დაუსაქმებელი ადამიანია. უმუშევრობა იზრდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებს შორის.

მართალია, ბევრი სექტორი მოგებაზე მუშაობს, მაგრამ ეს მოგება ფინანსურ ბაზრებზე გაედინება და რეალურ ეკონომიკაში არ იდება, შესაბამისად, გრძელვადიან დასაქმების პერსპექტივებს ხელს უშლის.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის 200 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა, ეს რაოდენობა საკმარისი მაინც არ იქნება.

საჭიროა, შესაბამისმა ინსტიტუტებმა სასწრაფოდ დაიწყონ ფიქრი პოლიტიკის შემუშავებაზე. სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებაზე ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, ასევე საჭიროა საწარმოებს, რომლებიც ამ ადგილებს ქმნიან, დახმარება გაეწიოთ.


ბოლო 10 წლის მანძილზე უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ყოველწლიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

განხვავებულია ქალებისა და მამაკაცების უმუშევრობის წილი მთლიან მაჩვენებელში.ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალებს შორის უმუშევრობის წილმა იკლო და დაახლოებით 5% შეადგინა.მამაკაცებს შორის უმუშევრობის წილი კი 18%-გაიზარდა.




                               საქართველოში უმუშევრობის გამომწვევი მიზეზები:
  •     ფართომასშტაბიანი გლობალიზაციის პროცესი
  •        გარკვეული სახის სფეროებში აქტიური სამუშაო ძალის        კვალიფიკაციის დაბალი დონე
  •        შრომითი ბაზრის მოწყობის არასწორი პოლიტიკა
  •       მზარდი ურბანიზაცია და სხვა.


პრობლემის გადაჭრამდე აუცილებელია:
1.  უმუშევრობის რაოდენობრივი მაჩვენებლის დადგენა
2.  მარეგულირებელიპოლიტიკის მიზნების განსაზღვრა
3.  გრძელვადიანი,ეფექტიანი სტრატეგია უმუშევრობის აღმოსაფხვრელად

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მიზნად დაისახავს უმუშევრობის დონის შემცირებას,უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები:
  •       ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბება
  •        ხარჯების ეკონომია
  •        ინვესტირება დაბალმწარმოებლურ დარგებში
  •        მცირე ბიზნესის ხელშეწყობა
  •        ინვესტირება განათლების სფეროში
  •        კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა
  •        საპენსიო კანონმდებლობის სრულყოფა


ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები. მთავრობის ვალია გაატაროს საჭირო რეფორმები,რათა ხელი შეეწყოს ეკონომიკის და ამ შემთხვევაში,დასაქმების პოლიტიკის წარმატებას. საზოგადოებამ კი თავის მხრივ, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.ისინი უნდა იყვნენ პატიოსნები და მომთხოვნები როგორც მუშაკის,ასევე დამსაქმებლის როლში.
დღესდღეობით საქართველოში ბევრი წინაპირობაა იმისთვის,რომ უმუშევრობის დონე კვლავ გაიზარდოს.რა მექანიზმებით დაიძლევა ეს პრობლემა და საერთოდ დაიძლევა თუ არა,ამას კი დრო გვიჩვენებს.